რემუვერი COLOR EXPERT

არტიკული: 16316

ფასი: 180₾

Პროდუქტის აღწერა

TINEL REMOVER COLOR EXPERT - პერმანენტული მაკიაჟისა და ტატუს გასამქრთალებელი და პიგმენტის მოსაშორებლი პროდუქტი.

შემადგენლობა:

Agua, glycerin, NaCl, Citric acid, Malic acid.

უპირატესობები:

  1. მაღალი კონცენტრაცია.
  2. უსაფრთხოება.
  3. მოცილება და გაღიავება ნაწიბურების გარეშე.
  4. არ არის კანცეროგენული.
  5. აშორებს ყველა ფერს და ყველა სახის პიგმენტს.
  6. ტატუს მოცილების იაფი მეთოდი სხვა საშუალებებთან და ლაზერთან შედარებით.
  7. პრაქტიკულად უმტკივნეულო მოცილების პროცედურა, ვინაიდან პრეპარატის გამოყენება ზედაპირულია.
  8. შეხორცება ხდება მინიმალური ქერქით.
  9. პროცედურის დასრულებიდან მეორე დღეს შეგიძლიათ გამოიყენოთ დეკორატიული კოსმეტიკა.
  10. შეიძლება კომბინირებული იყოს ლაზეროთერაპიასთან.
  11. პროდუქტი სერტიფიცირებულია, აქვს უსაფრთხოების პასპორტი და სახელმწიფო რეგისტრაციის სერთიფიკატი.

მწარმოებლის რეკომენდაციები:

* პერმანენტული მაკიაჟის  გასაღიავებელი პროცედურის შემდგომ

თუ პროცედურის შემდგომ მიიღეთ მუქი ტონი ვიდრე გეგმევდით, უნდა ჩატარდეს მაკიაჟის გაღიავება მაგრამ არა უგვიანეს 20 წუთისა პიგმენტის კანზე წასმიდან.

* ასევე პერმანანტული მაკიაჟის პროცედურის დროს სპეციალისტის მიერ დაშვებული შეცდომების შემთხვევაში (გრძელი კუდი, „პიგმენტური დაბინძურება“, ასიმეტრია და ა.შ.) უნდა ჩატარდეს რემუვერით პროცედურა სასწრაფო მოცილებისთვის (სრული ან ნაწილობრივი).

TINEL REMOVER COLOR EXPERT -ის გამოყენების ინსტრუქცია:

  1. დაამუშავეთ ადგილი ანტისეპტიკით, მოაცილეთ ჭუჭყი და ცხიმი.
  2. კარგად შეანჯღრიეთ TINEL REMOVER COLOR EXPERT.
  3. TINEL REMOVER COLOR EXPERT -ს შეყვანა კანში პიგმენტის სიღრმეზე პერმანენტილი მაკიაჟის გამოყენების ტექნიკითა და აპარატით.
  4. საჭიროების შემთხვევაში ჩაატარეთ კიდევ ორი ​​გატარება (მაქსიმალური) იგივე ტექნიკით.
  5. პერიოდულად გაიწმინდეთ დამუშავებული ადგილი  სველი სალფეთკით.
  6. პროცედურის ჩასატარებელ ადგილსე წაუსვით TINEL REMOVER COLOR EXPERT თხელ ფენად და გააჩერეთ 5 წუთის განმავლობაში. შეგიძლიათ ზემოდან დაფაროთ „ცელოფანი“.
  7. მოსაცილებელი ზონა დაამუშავეთ ანტისეპტიკით.
  8. წაუსვით TINEL REMOVER COLOR EXPERT 5 წუთის განმავლობაში.
  9. გაეცით პროცედურის შემდგომი მოვლის ინსტრუქციები.

TINEL REMOVER COLOR EXPERT -ით პერმანენტული მაკიაჟის მოცილების პროცედურის შემდეგ მოვლის წესები:

1. დამუშავებულ ადგილზე, კანის ზედაპირზე, დარჩენილი პრეპარატის ფენა უნდა მოიწმინდოს სველი უალკოჰოლო „სალფეთკით“,  პროცედურის დასრულებიდან 30 წუთის შემდეგ.

2. დამუშავებულ ადგილს პროცედურის შემდეგ სამი დღის განმავლობაში არ უნდა მიაკაროთ წყალი.  

3. პირველი დღიდან დღეში 3-4-ჯერ აუცილებლად უნდა გაიწმინდოთ დამუშავებული ადგილი ანტისეპტიკით.

4. პროცედურის დასრულებიდან ორი კვირის განმავლობაში აკრძალულია საუნა, საცურაო აუზი, სოლარიუმი ან/და ზღვაში ბანაობა.