მასაჟი
მასაჟი (ფრანგული სიტყვიდან masser - ხეხვა, არაბული სიტყვიდან mass – შეხება, შეგრძნება) - ერთ-ერთი მანუალური ტექნიკა, რომელიც ხორციელდება მექანიკური და რეფლექსური ზედაპირული ზემოქმედებით, დაწოლითა და ვიბრაციით- კანსა და ორგანოებზე. მოქმედება ხდება, როგორც ხელებით, ასევე სპეციალური აპარატებით, იმისათვის, რომ მიღებულ იქნას სამკურნალო ან/და სხვა ეფექტი.
დამატებით მექანიკურ ზემოქმედებასთან ერთად, ეფექტის გასაძლიერებლად, პირველ რიგში გამოიყენება სამასაჟე ზეთები, არომა-ზეთები, სამკურნალო მაზები, გელები და სხვა პრეპარატები. ასევე შესაძლებელია ტემპერატურული ზემოქმედება.
არსებობს სხვადსხვა სახეობის მასაჟი - ანტიცელულიტური, სპორტული, მოსამზადებელი, აღსადგენი, საბავშვო, პროფილაქტიკური და სხვა.
შესრულების მიხედვით იყოფა - ხელის და აპარატურული.
გამოყენების მიხედვით - საერთო და ადგილობრივი (ზონალური).