#OK! სილამაზე თქვენშია – ირინა სააკაშვილის რუბრიკა

09.12.2023

დღევანდელ ჩვენს რესპონდენტს OK!-ის მკითხველი კარგად იცნობს, თუმცა მინდა კიდევ ერთხელ ვახსენოთ მისი პროფესიონალიზმი, საქმისადმი დამოკიდებულება და პაციენტებთან მიდგომა, რომელიც მისთვისაა დამახასიათებელი. სილამაზის სფეროში დიდი კონკურენციის მიუხედავად, მან შეძლო ადგილის დამკვიდრება და ერთგული მომხმარებლის შემოკრება. როგორც თავად აღნიშნავს, პაციენტის ნდობის მოპოვება რთულია, თუმცა უფრო რთული მისი შენარჩუნებაა, სწორედ ამიტომ არასოდეს სჯერდება მიღწეულს და განაგრძობს განვითარებას, რაც სილამაზის ინდუსტრიაში ძალიან მნიშვნელოვანია. გთავაზობთ ინტერვიუს ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად პერმანენტული მაკიაჟის სპეციალისტთან, პროფესიით ექიმ-ანესთეზიოლოგთან, რეანიმატოლოგსა და PRESTIG LUXE-ის დამფუძნებელთან, ირინა სააკაშვილთან.

კიდევ ერთხელ „პრესტიჟ ლუქსის“ შესახებ…

„პრესტიჟ ლუქსმა“ მოახერხა საკუთარი ადგილის დამკვიდრება საკმაოდ კონკურენტიან ბაზარზე. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ვასოცირდებით ხარისხთან და ეს იმ დიდი გუნდის დამსახურებაა, რომელსაც უყვარს საკუთარი საქმე და ეს მომსახურებაშიც აისახება. აქ მომუშავე ადამიანები თავიანთი საქმის პროფესიონალები არიან. ჩვენი გუნდი ერთი ოჯახია. ამ ოჯახის წევრები არიან არა მხოლოდ სპეციალისტები, არამედ ადმინისტრაციაც.

საზოგადოებას ვთავაზობთ პერმანენტული მაკიაჟის მომსახურებას, კოსმეტოლოგიის სრულ პაკეტს (კლასიკური, ინიექციური და აპარატურული), წამწამების დაგრძელებას, თმის დაგრძელებას, სახის მასაჟს, მასაჟის ყველა მიმართულებას, პერმანენტის ლაზერით მოშორებას და ლაზერულ ეპილაციას.

სტატია ვრცლად

#OK! სილამაზე თქვენშია – ირინა სააკაშვილის რუბრიკა