როგორ მოვუაროთ სახის კანს ზამთარში – ირინა სააკაშვილის რჩევები

08.11.2023

როგორც ჩვენი გარდერობი იცვლება ზამთარში, ჩვენი კანის მოვლის რუტინაც საჭიროებს კორექტირებას, რადგან ტემპერატურის ცვლილება ჩვენს კანზე მოქმედებს და შესაძლოა სხვადასხვა პრობლემა გამოიწვიოს, მაგალითად, კანის სიმშრალე, ქავილი, ეგზემა და სხვ.

აღსანიშნავია, რომ მიუხედავად ზამთრის სეზონისა, განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება მზის სხივებისგან დაცვას, რადგან ისინი ძალიან უარყოფითად მოქმედებს ჩვენს კანზე, რაც ნაადრევ დაბერებას იწვევს. თუ როგორი უნდა იყოს ჩვენი თავის მოვლის რუტინა ზამთარში და რა სახის anti aging-პროცედურებს გვთავაზობს ესთეტიკური ცენტრი PRESTIGE LUXE’, ამის შესახებ უფრო ვრცლად ცენტრის დამფუძნებელი და დირექტორი, ირინა სააკაშვილი და ექიმი-კოსმეტოლოგი, მაია ჭიკაძე გვიამბობენ.

 

ირინა, როგორ მოვუაროთ სახის კანს ზამთარში?

როგორც შემოდგომაზე, ისე ზამთარში სიცივე და ქარი უარყოფითად მოქმედებს სახის კანის მდგომარეობაზე. ამ დროს ცხიმოვანი ჯირკვლები ნაკლებ კანქვეშა ცხიმს გამოიმუშავებს. გარდა ამისა, ამ სეზონზე ხშირად გვიწევს მშრალი ჰაერით გახურებულ ოთახებში ყოფნა, რაც აძლიერებს მგრძნობელობას და იწვევს ისეთ პრობლემებს, როგორიცაა სახის კანის სიწითლე, აქერცვლა და მუდმივი დისკომფორტის შეგრძნება.

ჩემი უპირველესი რეკომენდაციაა, არ მიიღოთ ცხელი შხაპი, შეეცადეთ არ დაიბანოთ სახე ცხელი წყლით, რადგან დასაშვებ ტემპერატურაზე მეტი წყალი ხსნის ფორებს, რაც ტენის დაკარგვას იწვევს.

ჩაიცვით ამინდის შესაბამისად, ზამთარში შეგიძლიათ თბილი შარფის ან ქუდის საშუალებით ყინვისგან დაიფაროთ სახე და თავი. შენობაში ყოფნისას კი შეეცადეთ თავი აარიდოთ გამათბობლებს, რომლებიც აშრობენ კანს ან გამოიყენოთ ჰაერის დამატენიანებელი.

მიუხედავად იმისა, რომ ზამთარში ნაკლებად ვგრძნობთ წყურვილს, საჭიროა საკმარისი სითხის დალევა და ორგანიზმში წყლის ბალანსის შენარჩუნება.

ეს სეზონი კარგია პილინგისთვის, ამიტომ დელიკატური აქერცვლა ზამთრის კანის მოვლის რუტინაში ჩართეთ. ეს ხელს შეუწყობს მკვდარი უჯრედებისგან გაწმენდას და საცხის ეფექტურობის გაზრდას.

ასევე, გახსოვდეთ, რომ სახის კანის გარდა, ტუჩებსაც სჭირდება განსაკუთრებული მოვლა, რადგან ზამთარში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემა ტუჩის კანის დახეთქვაა. რეგულარულად წაისვით დამატენიანებელი ან მკვებავი. ის შესანიშნავად არბილებს კანს და აუმჯობესებს ფერს.

სრული სტატია

როგორ მოვუაროთ სახის კანს ზამთარში – ირინა სააკაშვილის რჩევები