ირინა სააკაშვილის ინტერვიუ OK! Magazine Georgia- ში!

10.11.2022

ჟურნალ OK! და პრესტიჟ ლუქსი!

გიზიარებთ სრულ ინტერვიუს: https://bit.ly/3Upzznv

ჟურნალი OK! ესთეტიკურ ცენტრ „პრესტიჟ ლუქსს“ გაგაცნობთ. მიუხედავად მცირე პერიოდისა, ცენტრს უკვე ჰყავს ერთგული მომხმარებელი. შედეგის მიღწევაში მომხმარებელს, მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული, პროფესიონალებისგან შემდგარი გუნდი დაეხმარება. ცენტრის უპირატესობასა და მიზნებზე „პრესტიჟ ლუქსის“ დამფუძნებელს, ირინა სააკაშვილს ვესაუბრეთ.

 

გაეცანით ჟურნალ OK!-ის მკითხველს.

უპირველესად, ვარ ორი შვილის დედა. პროფესიით ექიმი-ანესთეზიოლოგი, რეანიმატოლოგი და პერმანენტული მაკიაჟის სპეციალისტი გახლავართ. 2010 წელს მეუღლესთან ერთად უკრაინიდან საცხოვრებლად საქართველოში გადმოვედი. კიევში მქონდა საკუთარი კარიერა, რომელზეც უარი ვთქვი და აქ ნულიდან დავიწყე ყველაფერი. საქართველოში მომიწია სხვადასხვა ცენტრსა და სალონში მუშაობა. ბოლო ექვსი წელი ძირითადად ვმუშაობდი „პოდიუმში“, თუმცა ყოველთვის მსურდა მქონოდა ჩემი ესთეტიკური ცენტრი, სადაც მხოლოდ ესთეტიკური მიმართულებების მომსახურება იქნებოდა და არა შერეული, ან/და სალონური ტიპის. მაგრამ ვიაზრებდი, რომ ცენტრის გასახსნელად მხოლოდ ინვესტიცია არ იყო საკმარისი. მნიშვნელოვანია გიცნობდნენ ამ სფეროში და უკვე გენდობოდნენ, უნდა გყავდეს ერთგული პაციენტები, რომლებიც შენს პროფესიონალიზმს ენდობიან და ინოვაციებს მიიღებენ. დამეთანხმებით, ამ ყველაფრის მიღწევა საკმაოდ რთულია საქართველოში. ეს ჩემი სურვილი მიზნად ვაქციე, მიზნისკენ დავიწყე სვლა ნაბიჯ-ნაბიჯ. იყო სირთულეები, თუმცა შრომით, მონდომებითა და ოჯახისა და მეგობრების მხარდაჭერით, ყველა მიზანი მიღწევადია, შეუძლებელი არაფერია. დღეს კი მაქვს საკუთარი ესთეტიკ-ცენტრი „პრესტიჟ ლუქსი“ და ვარ ამაყი, რომ ჩემი უდიდესი სურვილი ავისრულე.

 

რა სახის პროცედურებს სთავაზობთ საზოგადოებას?

ესთეტიკურ ცენტრში გვაქვს შემდეგი სახის მომსახურება: პერმანენტული მაკიაჟი, კოსმეტოლოგიის სრული პაკეტი (კლასიკური, ინიექციური და აპარატურული), წამწამების დაგრძელება, თმის დაგრძელება, სახის მასაჟი, მასაჟის ყველა მიმართულება, პერმანენტის ლაზერით მოშორება, და უკვე მალე გვექნება ლაზერული ეპილაციაც.

 

გვესაუბრეთ „პრესტიჟ ლუქსის“ უპირატესობებზე.

ჩვენი ცენტრის უპირატესობა რამდენიმე ფაქტორიდან გამომდინარეობს: უპირველეს ყოვლისა, პროფესიონალთა გუნდი, კვალიფიციური სპეციალისტების პოვნა არც ისე ადვილია, თუმცა მოვახერხე. აქ მომუშავე პერსონალი თავისი საქმის პროფესიონალები არიან. აღსანიშნავია, რომ გამოცდილ კადრთან ერთად გვყავს ახალგაზრდა და ნიჭიერი სპეციალისტები, რომლებიც ავსებენ ჩვენს გუნდს და გვაძლევენ მეტ ძალას, რათა ახალი მიზნები დავისახოთ და განვითარებისკენ ვიაროთ.

მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი გუნდი ერთი ოჯახია. ამ ოჯახის წევრები არიან არა მხოლოდ სპეციალისტები, არამედ ადმინისტრაციაც.

 

რა თქმა უნდა, რომ არა ჩვენი ერთგული მომხმარებელი, რომელთა რიცხვი დღითი დღე იზრდება, ჩვენ ვერ შევდგებოდით. სწორედ ამიტომ, ვეცადეთ ცენტრში ისეთი გარემო შეგვექმნა, სადაც ყველანაირი სტანდარტი იქნებოდა დაცული. გვინდოდა, მშვიდი და მყუდრო გარემო ყოფილიყო ჩვენი პაციენტებისთვის. ალბათ, ესეც ერთგვარი უპირატესობაა.

 

მნიშვნელოვანია პაციენტი ენდობოდეს სპეციალისტს. როგორ უნდა მოიპოვო ეს ნდობა?

ნდობას განაპირობებს წლები, შრომა და პროფესიონალიზმი. სწორედ ამის შედეგია კმაყოფილი პაციენტი. ჩვენთვის თითოეული მომხმარებელი მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, ორიენტირებულები ვართ შედეგზე, და როცა ამას ხედავს პაციენტი, კმაყოფილია და აუცილებლად ბრუნდება შენთან, ე.ი. უკვე გენდობა. ამ ნდობას კი გაფრთხილება სჭირდება.

 

სამომავლო გეგმები…

ჩვენი გუნდის თითოეულ წევრს უყვარს ის საქმე, რომელსაც აკეთებს. ვცდილობთ სიახლეები დავნერგოთ და თავად, ამ სიახლეებთან ერთად, როგორც პროფესიონალები, გავიზარდოთ. სამომავლო გეგმებზე დღეს ადრეა საუბარი − სულ რაღაც ექვსი თვეა, რაც ჩამოვყალიბდით. მიზანი კი ერთი გვაქვს − ბევრი კმაყოფილი მომხმარებელი.

ირინა სააკაშვილის ინტერვიუ OK! Magazine Georgia- ში!