divider

დებულება

I PM საერთაშორისო ჩემპიონატი

PRESTIGE

ჩემპიონატის მიზანი  – პოპულარიზაცია გაუწიოს პერმანენტული მაკიაჟის სპეციალობას საქართველოში, აგრეთვე, მომსახურების ხარისხის ამაღლება, გამოცდილების გაცვლა. სხვადასხვა ტექნიკის დემონსტრაცია და ინდუსტრიის საერთო იმიჯის ამაღლება.

სხვადასხვა ქვეყნის სპეციალისტების გაერთიანება ერთ სივრცეში, რათა მოხდეს მათი პროფესიული ზრდა, გამოცდილების გაცვლა და პროცედურების განხორციელების სხვადასხვა ტექნიკის შესწავლის შესაძლებლობა.

ჩემპიონატი ღიაა, მასში მონაწილეობა შეუძლიათ მიიღონ სპეციალისტებმა, განურჩევლად მოქალაქეობისა და საცხოვრებელი ადგილისა.

ჩემპიონატში მონაწილეობა  – ეს არის შესანიშნავი შესაძლებლობა ყველა სპეციალისტის პროფესიული ზრდისთვის.
 

ჩემპიონატი ტარდება 3 კატეგორიაში:

  1. კატეგორია JUNIOR (სტაჟი 1 წლამდე)
  2. კატეგორია MASTER (სტაჟი  1 -დან 3 – მდე)
  3. კატეგორია PROFESSIONAL (სტაჟი 3 – ი წლის ზემოთ)

11.10.2024 ჩატარდება ჩემპიონატი

12.10.2024 ჩატარდება გალა საღამო, დაჯილდოვება, დიპლომებისა და თასების გადაცემა, გალა ვახშამი და საზეიმო კონცერტი.

დაჯილდოვების ცერემონიალისა და გალა ვახშამის ჩატარების ადგილი.

საქართველი. ბათუმი.  COURTYARD BY MARRIOTT BATUMI
 

ნომინაციები

კატეგორია JUNIOR

წარბი:

ქუთუთი:

ტუჩები:

  • პომადის ეფექტი
  • აკვარელის ტექნიკა

კატეგორია MASTER და PROFESSIONAL

წარბი:

  • აპარატული ღეროვანი ტექნიკა
  • დამტვერვის ტექნიკა
  • ვიზაჟის ეფექტი

ქუთუთი:

  • კლასიკური ლაინერი

ტუჩები:

  • პომადის აფექტი
  • აკვარელის ტექნიკა 

ჟიური აფასებს შემდეგ კატეგორიებს.

  1. ჰიგიენა პროცედურის მომზადებისა და მუშაობის დროს (0-5 ქულა)
  2. ვიზუალური მხარე (0-5 ქულა)
  3. საერთო ვიზუალური მხარე (0-5 ქულა)
  4. ფერის ტონი (0-5 ქულა)
  5. ბუნებრიობა (0-5 ქულა)
  6. სიმეტრია(0-5 ქულა)
  7. ტექნიკის პროფესიონალიზმი (0-5 ქულა)
  8. ჯამური შედეგი  (0-5 ქულა)
  9. ჰარმონია სახეზე (0-5 ქულა)

თუ მონაწილეები მიიღებენ თანაბარ ქულებს, პრიორიტეტი მიენიჭება ჟიურის თავჯდომარის დამატებით ხმას.

დასკვნითი დებულება

  1. მონაწილე, რომელმაც წარადგინა განაცხადი ჩემპიონატში მონაწილეობის მისაღებად, თანახმაა მისი ნამუშევრის შეფასება, გადაღებასა და საჭიროების შემთხვევაში, ვიდეო გადაღებაზე.
  2. ჩემპიონატში მონაწილე ეთანხმება შეჯიბრებისა და მონაწილეობის წესების პირობებს, ეთანხმება ჩემპიონატის ჩატარების მიზნით მისი პერსონალური მონაცემების დამუშავებას. მონაწილე ანიჭებს ორგანიზატორებს უფლებას გამოიყენონ ფოტოები, დააკოპირონ და გაამრავლონ ისინი საკუთარი მიზნებისთვის, ნებისმიერი რაოდენობის პუბლიკაციის ჩათვლით, ინტერნეტში და სხვა მსგავს სოციალურ თუ  სარეკლამო არხებზე.
  3. ეს დებულებები ძალაში შედის ჩემპიონატის დღიდან და მოქმედებს შეუზღუდავი ვადით.

ჩემპიონატის ჩატარების პროცედურა:

  • რეგისტრაცია და მონაწილის ნომრის მინიჭება.
  • მოდელის ფოტო გადაღება ჩემპიონატის დაწყებამდე.
  • შესავალი სიტყვა.
  • პერმანენტული მაკიაჟის დასრულებისთვის გამოყოფილი 2 საათი.

დროს ჩემპიონატის თავმჯდომარე და მისი კურატორები აკონტროლებენ.

  • ჩემპიონატი ჩატარდება ორ ნაკადად.
  • ფინიშის გამოცხადების შემდეგ სპეციალისტს ეკრძალება მოდელთან შეხება.
  • სპეციალისტი აგროვებს თავის ყველა ნივთს და ტოვებს ჩემპიონატის ტერიტორიას. მოდელები ადგილზე რჩება.
  • მოდელის პროცედურის შემდგომი ფოტო გადაღება.
  • გამარჯვებულების გამოცხადება და დაჯილდოება მოხდება გალა ვახშამზე.

მონაწილეთა ქცევის წესები:

  • მონაწილეთა გარეგნობა უნდა აკმაყოფილებდეს თანამედროვე ესთეტიკურ და ჰიგიენურ მოთხოვნებს: გამოსაცვლელი ფეხსაცმელი და ტანსაცმელი (ხალათის ან კოსტუმის), თმა არ უნდა ეფარებოდეს სახეს.
  • ჩემპიონატის მონაწილემ შეჯიბრების ოფიციალურ დაწყებამდე უნდა გაიაროს საბოლოო რეგისტრაცია.
  • რეგისტრაციისა და რიგითობის ნომრის მიღების შემდეგ ჩემპიონატის მონაწილემ უნდა გააცილოს თავისი მოდელი ფოტო სესიის ზონაში.
  • კონკურსის ოფიციალურ გამოცხადებამდე მონაწილემ არ უნდა შეეხოს მოდელის სახეს და არ უნდა დაიწყოს ესკიზის შექმნა.
  • კონკურსის დაწყებამდე მონაწილეს უფლება აქვს მოამზადოს სამუშაო ადგილი: შეამოწმოს აპარატი, პიგმენტები და მასალები. შეაერთოს მოწყობილობა და შეამოწმოს მუშაობს თუ არა და არის თუ არა დენი ქსელში. პრობლემების შემთხვევაში დაუკავშირდეს ჩემპიონატის კურატორს.
  • კონკურსის დროს სპეციალისტებს და მოდელებს ეკრძალებათ ხმამაღლა საუბარი, სამუშაო ადგილის დატოვება ან ჭამა. სამუშაოს შესრულებისას აქვთ მხოლოდ წყლის დალევის უფლება.
  • საკონკურსო სივრცეში ფოტო და ვიდეო გადაღების უფლება აქვთ მხოლოდ აკრედიტებულ პირებს.
  • კონკურსის მსვლელობისას სპეციალისტებს და მოდელებს ეკრძალებათ მობილური ტელეფონებით სარგებლობა.
  • დროის გასაკონტროლებლად გამოყენებული უნდა იყოს ტაიმერი ან საათი, რომელსაც ჩემპიონატის ჯიურის თავმჯდომარე და მისი კურატორები აკონტროლებენ.
  • ჩემპიონატის მსვლელობისას დარბაზში იმყოფებიან: მონაწილეები, მოდელები, აკრედიტებული მედია, ჩემპიონატის კურატორები, ჟიური და ჩემპიონატის ორგანიზატორი.
  • პროცედურის დასრულების შემდგომ მოდელები რცებიან ადგილზე ჟიურის თავდაპირველი შეფასებამდე. თუ მოდელი დატოვებს საკონკურსო ზონას ჟიურის დავჯდომარის შეფასების გარეშე, სპეციალისტი, რომელიც ამ მოდელთან მუშაობდა, დისკვალიფიცირებული იქნება ჩემპიონატიდან.
  • ჟიურის გადაწყვეტილებები საბოლოოა და არ განიხილება.

მოდელისადმი მოთხოვნები:

  • მოდელი უნდა იყოს 18 წელზე მეტი ასაკის.
  • მოდელმა ხელი უნდა მოაწეროს ხელშეკრულებას პერმანენტილი მაკიაჟის გაკეთების შესახებ.
  • მოდელი უნდა იყოს პერმანენტული მაკიაჟის გარეშე იმ ზონაში, სადაც კეთდება პერმანენტული მაკიაჯი.
  • მოდელი უნდა იყოს მაკიაჟის კარეშე იმ ზონაში სადაც კეთდება პერმანენტული მაკიაჟი.
  • მოდელის სამოსი - შავი ზედა.

დისკვალიფიკაცია:

მონაწილის დისკვალიფიკაცია შესაძლებელია შემდეგ შემთხვევებში:

  1. ჩემპიონატის რეგისტრაციაზე დაგვიანება.
  2. არაკორექტული ქცევა ჩემპიონატის სივრცეში.
  3. ჩემპიონატის საბოლოო ფინიშის გამოცხადების შემდეგ მუშაობის გაგრძელება.
  4. საკონკურსო ზონის დამოუკიდებლად დატოვება.

ორგანიზატორი უზრუნველყოფს:

  • სავარძელი-საწოლი
  • ლამპა პლუპა
  • მაგიდა
  • სპეციალისტისთვის სკამი
  • გამაგრძელებელი
  • სახარჯი მასალა:
    - ერთჯერადი ხელთათმანი, ქუდი,  სავარძელი - საწოლის ერთჯერადი გადასაფარებელი, მოდელისთვის ბახილები.

სპეციალისტმა თან უნდა იქონიოს:

  1. აპარატი.
  2. პიგმენტები.
  3. ნემსი, კარტრიჯი, მოდულები.
  4. აპარატის სადგამი.
  5. სარკე.
  6. ანესტეტიკი.
  7. სველი ხელსახოცები.
  8. ბამბის ჩხირები.
  9. ბამბის დისკები.

პიგმენტები, ნემსები, კარტრიჯები და მოდულები უნდა იყოს სტერილურად შეფუთული. მათ უნდა ქონდეთ მწარმოებლის ეტიკეტი და ვარგისიანობის თარიღით.

მონაწილეობის ღირებულება: 400 $

ჩემპიონატში მონაწილეობის საფასურის გადახდა ხდება ორგანიზატორის ანგარიშზე ჩემპიონატში მონაწილეობის საფასურის ან/და რეგისტრაციის ღირებულების 300 აშშ ოდენობით. დარჩენილი თანხა ირიცხება ჩემპიონატის დაწყებამდე 10 დღით ადრე. ღირებულებში შედის: ჩემპიონატში მონაწილეობა და გალა ვახშამზე დასწრება.

ჟიურის შემადგენლობა:

ჟიურის შემადგენლობა გამოქვეყნებული იქნება ორგანიზატორის საიტზე.

დაჯილდოება:

ყველა მონაწილე იღებს ჩემპიონატში მონაწილის დიპლომს ანოტაციით:

INTERNATIONAL CHAMPIONSHIP IN PM PRESTIGE მონაწილე, ასევე მათ გადაეცემათ თასები.